მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაცია უნდა იყოს მასობრივი, ყოველგვარი "მაგრამ"-ის გარეშე - ცერცვაძე

610653292d469
ინგა მურუსიძე
01.08.21 12:30
2312
ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვიდრე მასობრივი ვაქცინაცია შედეგებს გამოიღებს, მოქალაქეებმა პირბადე უნდა ატარონ.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, მასობრივი ვაქცინაციის შედეგები დაახლოებით 2-3 თვეში დადგება.

„ვაქცინაცია უნდა იყოს მასობრივი, ყოველგვარი "მაგრამ"-ის გარეშე, ხოლო მანამდე, ვიდრე ვაქცინაცია თავის შედეგებს არ გამოიღებს 2-3 თვე, მასობრივად უნდა ვატაროთ პირბადე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის, 1 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 495 381 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 161 069 ადამიანი.