მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაცია ვენახში - NCDC აცრებს ველისციხიდან იწყებს

614dc98e4d6db
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.21 16:50
1577
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის ხელშეწყობა-წახალისების მიზნით ხვალ - 25 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ერთ-ერთ ვენახში ვაქცინაციას გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.

სხვა დეტალებზე NCDC-ში ჯერ ვერ საუბრობენ და ამბობენ, რომ ვაქცინაციის დროს და ზუსტ ადგილს დააზუსტებენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვენახში ვაქცინაციის პროცესის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა: „ხვალ, ველისციხეში უნდა გავეცნოთ როგორ მიდის ვაქცინაცია, ამცრელი მობილური ჯგუფი გვყავს ჩამოყვანილი და ადგილზე უნდა გავიდეთ, იქაც ავცრით, რომ აცრების მეტი პრომოცია გავაკეთოთ. იგივეს ორგანიზებას ყარაჯალაში, ეთნიკურ უმცირესობებისთვის ვაპირებთ“.