მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაქცინაციამ უნდა დაამთავროს პანდემია“ - ამირან გამყრელიძე მედიკოსებს მიმართავს

60574be2d3824
თელარა გელანტია
21.03.21 17:51
1306
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მედიკოსებს მიმართავს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. როგორც მან „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი არ უნდა გაჩერდეს.

„Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია გახლავთ ის გზა, რამაც უნდა დაამთავროს პანდემია ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ძალიან სამწუხარო და მძიმე ფაქტისა, რაც მოხდა ქვეყანაში - ვაქცინაციის შემდგომი გართულებით დაიღუპა ჩვენი კოლეგა მეგი ბაქრაძე, ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. აცრის შემდეგ თავად მეგიმ მოუწოდა მოსახლეობას და კოლეგებს, რომ აცრილიყვნენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მედიკოსს, ვინც ამ მძიმე წუთების შემდეგ მივიდა ცენტრებში და მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი - აიცრა. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

როგორც ცნობილია, ახალციხეში 27 წლის ექთან მეგი ბაქრაძეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ანაფილაქსიის განვითარება ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს - NCDC-ის განმარტება