მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციაზე მოთხოვნა მიწოდებას აღემატება - მინისტრის მოადგილე

60a23c10c8c38
ინგა მურუსიძე
17.05.21 14:00
542
ვაქცინაციაზე მოთხოვნა აღემატება მიწოდებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

კითხვაზე, ხომ არ გადაიფიქრა მთავრობამ ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ბენეფიტების ან შეღავათების დაწესება, გაბუნია პასუხობს, რომ ბენეფიტი არ უნდა იყოს დისკრიმინაციული ხასიათის.

„ვიდრე მოთხოვნა არ იქნება სრულად დაკმაყოფილებული და ვიდრე ყველა მსურველს არ ექნება ვაქცინის სრულად და დროულად მიღების შესაძლებლობა, ბენეფიტები შესაძლოა დისკრიმინაციულად იქნას აღქმული. დღეს მოთხოვნა აღემატება მიწოდებას და ვიდრე არ დაიწყება მასობრივი ვაქცინაციის კამპანია, ამ ტიპის ბენეფიტების დაწესება შესაძლოა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. მასობრივი ხასიათი ვაქცინაციას ექნება მესამე კვარტლიდან. ვფიქრობთ, ივლისში მეტად გაიშლება ვაქცინაციის პროცესი. ივლისი – აგვისტო– სექტემბერში მასიური ვაქცინაცია უნდა დაიწყოს და ამისთვის მიმდინარეობს მზადება. ხოლო მეოთხე კვარტალი იქნება პერიოდი, როცა სრულად უნდა მოვიცვათ მოსახლეობა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა ბენეფიტებზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ვაქცინაციის ზღვრულ რაოდენობას მიაღწიეს.

„ჩვენც დაგვჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ მოვემზადოთ ამ პროცესისთვის. დღეს, საბედნიეროდ, ვაქცინაციის პროგრამას ჰყავს ბევრი მსურველი. ვაქცინაციის კამპანიაში ბენეფიტისთვის არავინ მოდის“, - განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, საუბრობს თუ არა მთავრობა პირბადის ტარების მოხსნის ვალდებულებაზე, გაბუნია ამბობს, რომ პირბადე დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა და შეზღუდვების შემდგომ შემსუბუქებამდე, ალბათ მაისის ბოლომდე, უნდა მოვიცადოთ.