ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციის ბანერების პოლიტიკური ბანერებით ჩანაცვლების საკითხზე აცხადებს, რომ ქმედება, რომელიც აზარალებს ვაქცინაციის პროცესს პოზიტიური ვერ იქნება.
ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და განმარტა, რომ სარეკლამო ბილბორდებზე ვაქცინაციის ბანერების განთავსების ხელშეკრულების პირობებზე ორი მხარე იმსჯელებს.
„ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს თემა გნებათ სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ის, რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პოზიციას ცალსახად ემხრობა. ბოლო დღეებში დიდი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ბანერებით ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე - გასაგებია ეს ყველაფერი და კიდევ უკეთესი იქნება, რომ მეტი აქცენტი მედიაში უშუალოდ ვაქცინაციის თემებზე გაკეთდეს, რადგან სხვანაირად ჩვენ ვერაფრით დავუბრუნდებით და ავიღებთ იმ ტემპს, რომელიც გვინდა, რომ ვაქცინაციის პროცესში მივიღოთ.
ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორ შეიძლება იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს. რა, რატომ და როგორ მოხდა და რამდენად დაირღვა ხელშეკრულების პირობები ამაზე ორი მხარე იმსჯელებს და შეთანხმდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეს საკითხი უკვე დაწყებული აქვს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი