მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება მიუღებელია - ტიკარაძე „ალმას“ აფასებს

614afc142a809
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.21 13:56
550
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „ალმას“ მიერ ვაქცინაციის ბანერების პოლიტიკური ბანერებით ჩანაცვლების საკითხზე თავისი მოადგილის თამარ გაბუნიას და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებებს უერთდება და ამბობს, რომ „ალმასთვის“ "ეს საკითხი რეპუტაციული უნდა ყოფილიყო".

„ალმასგან“ გაცილებით გონივრული იქნებოდა დაინტერესებულიყო იმით, რამდენად სწორი ბანერებით ჩაანაცვლეს ვაქცინაციის ბანერები. მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის ეს რეპუტაციულია, როდესაც ქვეყნის პრიორიტეტს მსგავსი სიძულვილის ენის ბანერებით ცვლის“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით მას დამატებითი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მისთვის ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოებისთვის სიძულვილის ენა მიუღებელი უნდა იყოს.

"ვთვლი, რომ იმ საუკუნეში, რომელშიც ვცხოვრობთ და ეს ნამდვილად კომუნიკაციის საუკუნეა, მსგავსი ენა მიუღებელია და ადამიანებმა უნდა შევძლოთ ადეკვატური დიალოგის გამართვა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ვაქცინაცია არამხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს პრიორიტეტია. ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამირან გამყრელიძის და თამარ გაბუნიას განცხადებები ჩემთან იყო შეთანხმებული და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ერთ აზრზე ვართ“, - განმარტა მინისტრმა.