მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის ბიუჯეტი 65-დან 170 მილიონ ლარამდე მერყეობს - ამირან გამყრელიძე

600182a06a1a3
ინგა მურუსიძე
15.01.21 15:52
752
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრას მოსახლეობის 60%. როგორც გამყრელიძემ განმარტა, აცრა გაუკეთდება მხოლოდ 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს. 

„ჩვენი გეგმა გათვლილია ისე, რომ უნდა აიცრას 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%. იმისთვის, რომ ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი შეიქმნას და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, სწორედ მოსახლეობის 60% უნდა აიცრას“, - განმარტა ამირან გამყრელძემ. მისი განმარტებით, 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ვაქცინა ჯერ დადგენილი არ არის.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ვაქცინაციის ბიუჯეტი დაახლოებით 65 მილიონიდან 170 მილიონ ლარამდე მერყეობს.

მისივე განმარტებით, საქართველოში შემოვა ვაქცინა, რომელიც იქნება დადასტურებული მარეგურებლების მიერ და განთავსდება კოვაქს-პლატფორმაზე.