23.იანვარი .2021 19:34

ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგია ცნობილია - მთავრობა 4 სცენარს განიხილავს

ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგია ცნობილია - მთავრობა 4 სცენარს განიხილავს
views 871
უკან

ცნობილია 4 სცენარი, რომლითაც წელს საქართველოს მთავრობა ვაქცინაციის პროცესის წარმართვას გეგმავს. ამ სცენარებს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგია მოიცავს. სცენარები მოიცავს სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინის შესყიდვის და მოსახლეობის 60%-ისთვის (1.7 მლნ მოქალაქისთვის) მათი განაწილების პროცედურებს. ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, ვაქცინაციის კამპანია 64-დან 158 მილიონ ლარამდე დაჯდება - თითქმის 100 მილიონიანი სხვაობა განპირობებულია იმით, რომ დღეისთვის მკაფიოდ განსაზღვრული არ არის, საბოლოოდ მასშტაბური ვაქცინაცია რომელი მწარმოებლების ვაქცინებით მოხდება. ამაზე მიანიშნებს Bloomberg-ის სტატიაც, რომლის თანახმადაც საქართველოს ამ დროისთვის ხელშეკრულება 186 ათასი ადამიანისთვის, ანუ მოსახლეობის 5%-ის სამყოფ ვაქცინებზე აქვს გაფორმებული.

4 სცენარი, რომელსაც ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს



1. სცენარი : ქვეყანაში შემოდის Pfizer/BioNTech ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს ვაქცინის 1,484,400 დოზა და დამატებით ქვეყანას კიდევ შემოაქვს ვაქცინის დოზების ის რაოდენობა, რაც >18 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის არის აუცილებელი; ანუ სულ ქვეყანაში შემოდის 3,979,327 დოზა ვაქცინა.
2. სცენარი: ქვეყანას შემოაქვს Moderna-ს ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს 1,484,400 დოზა და დამატებით ვაქცინის დოზების ის რაოდენობა რაც მოზრდილი მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის არის აუცილებელი (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).
3. სცენარი: ქვეყანაში შემოდის ნებისმიერი 2-80 ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის 200,000 დოზა , COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს 1,484,400 დოზა და დამატებით სხვა წყაროებიდან კიდევ AstraZeneca-ს ვაქცინა (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).
4. სცენარი: ქვეყანაში შემოდის მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინა მთლიანად ყველა პრიორიტეტული ჯგუფის და მოსახლეობის დამატებითი ჯგუფების მოსაცავად (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).

მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოსაცავად და ვაქცინების დანაკარგის გათვალისწინებით, სულ საჭიროა 3,979,327 დოზა (ერთი მოქალაქე 2 დოზას იკეთებს). დღეის მდგომარეობით, საქართველოს COVAX-ის პლატფორმიდან 2021 წლისთვის გარანტირებული აქვს 1,484,400 ვაქცინის დოზა, მიუხედავად ამისა, ფინანსური რესურსი დაითვალა 3,979,327 დოზა ვაქცინისთვის, იმ დაშვებით, რომ ქვეყანა შეძლებს დამატებით 2,494,927 დოზის შემოტანას ალტერნატიული წყაროებიდან.

ვის ჩაუტარდება ვაქცინაცია:

•ჯანდაცვის სექტორის მუშაკები - სამიზნე - 71 415, მოცვა - 60%, მოცვა - 46 420;
•ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიცირები და პერსონალი - 2 600, 60%, 1 560;
•>75 ასაკის პირები - 226 800, 60%, 136 080;
•65-74 ასაკის პირები - 329 183, 60%, 197 510;
•ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები - 180 373, 60%, 108 224;
•55-64 წლის ასაკის პირები - 478 400, 60%, 287 040;
•18-54 ქრონიკური დაავადების მქონე პირები - 89 400, 60%, 53 640;

მოსახლეობის სხვა ჯგუფები: 1 434 567, მოცვა 60%, 860 740 პირი.
სულ ჯამში - 1 691 214 პირი. 

მოსახლეობის 60%-ის მოცვისთვის საჭირო ფინანსური რესურსი ასეთია:

როგორც ცხრილიდან ჩანს, მთლიანი ფინანსური საჭიროების 72% დან – 89%-მდე ვაქცინების შესყიდვაზე მოდის. სერვისების მიწოდება რიგით მეორე ყველაზე დიდი ფინანსური კომპონენტია, რომლის წილი მთლიან ბიუჯეტში 6% დან -13%-ს შეადგენს.

განსხვავებულია თითოეული ვაქცინის მოწოდების ღირებულებაც. ეროვნული სტრატეგიის თანახმად, მწარმოებლების მიხედვით ფასები ასე ნაწილდება:

1) AstraZeneca - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $3-დან $7.5 მდე მერყეობს;
2) Pfizer/BioNtech - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $18.34-დან $19.50 მდე მერყეობს;
3) Moderna - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $25-დან $34.50 მდე მერყეობს;

ვაქცინაციის ლოჯისტიკა თითოეული სცენარის მიხედვით:

სცენარი I
გამოყენებული ვაქცინა: -700C ტემპ. რეჟიმი (Pfizer) და +2+80C ტემპ. რეჟიმი (AstraZeneca)
სცენარის დახასიათება: ჯანდაცვის მუშაკების, ორგანიზებული ჯგუფების იმუნიზაციას Pfizer ვაქცინით, ხოლო მაღალი რისკის ქვეშ მყოფი დანარჩენი სამიზნე მოსახლეობის ვაქცინაციას – AstraZeneca ვაქცინით.

ვაქცინების ლოგისტიკა:
Pfizer ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სულ სამი საწყობი, სადაც უზრუნველყოფილია Pfizer-ის ვაქცინისათვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმი:
- თბილისის ცენტრალური საწყობი, რომელიც შეასრულებს როგორც ნაციონალური ცენტრალური საწყობის, ასევე რეგიონული საწყობის ფუნქციებს და მოემსახურება აღმოსავლეთ საქართველოს;
- ქუთაისის რეგიონული საწყობი, რომელიც მოემსახურება დასავლეთ საქართველოს;
- ბათუმის რეგიონული საწყობი, რომელიც მოემსახურება აჭარის მოსახლეობას.
სცენარი განხორციელდება ორ ეტაპად:
ეტაპი 1 – ტემპერატურული რეჟიმი -700C ვაქცინით იმუნიზაცია (Pfizer)
ეტაპი 2 – ტემპერატურული რეჟიმი +2+80C ვაქცინით იმუნიზაცია (AstraZeneca)

დასკვნა სცენარი I

• არსებული ცივი ჯაჭვის მოცულობა საკმარისია AstraZeneca ვაქცინის მისაღებად და არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს
• არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციას Pfizer ვაქცინის არსებული წესის მიხედვით (-700C ტემპერატურული რეჟიმის დაცვით) შენახვა განაწილების უზრუნველსაყოფად, იმ შემთხვევაში თუკი ვაქცინების დასაწყობება მოხდება მხოლოდ რეგიონულ საწყობებში, ხოლო ვაქცინაცია განხორციელდება შემჭიდროვებული გრაფიკით (ვაქცინის საწყობიდან გატანიდან არა უგვიანეს 4-5 დღის განმავლობაში);
• Pfaizer-ის ვაქცინის მოცულობა არის 1,384 ლიტრი, ხოლო არსებული მოცულობა უტოლდება 3,205 ლიტრს. დეტალური ინფორმაცია მოყვანილია შესაბამის ცხრილში ცალკე დოკუმენტად.
სულ სცენარი I-ის მიხედვით განხორციელდება 717,982 ადამიანის იმუნიზაცია.

სცენარი II

გამოყენებული ვაქცინა: -200C ტემპ. რეჟიმი (Moderna) და +2+80C ტემპ. რეჟიმი (AstraZeneca)
სცენარის დახასიათება: ჯანდაცვის მუშაკების, ორგანიზებული ჯგუფების იმუნიზაციას MODERNA ვაქცინით, ხოლო დანარჩენი მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სამიზნე მოსახლეობის ვაქცინაციას – AstraZeneca ვაქცინით.
სცენარი განხორციელდება ორ ეტაპად:
ეტაპი 1 – ტემპერატურული რეჟიმი -200C ვაქცინით იმუნიზაცია (MODERNA)
ეტაპი 2 – ტემპერატურული რეჟიმი +2+80C იმუნიზაცია ვაქცინით (AstraZeneca)

დასკვნა სცენარი II

• არსებული ცივი ჯაჭვის მოცულობა შესაბამისია AstraZeneca ვაქცინის მისაღებად და არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს.
• არსებული ცივი ჯაჭვის სისტემის მოცულობა შესაბამისია და არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციას MODERNA ვაქცინის არსებული წესის მიხედვით (-200C ტემპერატურული რეჟიმის დაცვით) შენახვა დანაწილების უზრუნველსაყოფად.

სულ სცენარი II-ის მიხედვით განხორციელდება 717,982 ადამიანის იმუნიზაცია.

სცენარი III და სცენარი IV

გამოყენებული ვაქცინა: +2+80C ტემპ. რეჟიმი (AstraZeneca სრულად ან ნაწილობრივ და სხვა იმავე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინა)
სცენარის დახასიათება: მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია +2+8 0C ვაქცინით.
სცენარი განხორციელდება ერთ ეტაპად:
განხორციელება – იმუნიზაცია +2+80C ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინ(ებ)ით
სამიზნე ჯგუფი (რაოდენობა): 717,982 ადამიანი;

სცენარი III და IV- დასკვნა

• არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციას ვაქცინის არსებული წესის მიხედვით (+2+80C ტემპერატურული რეჟიმის დაცვით) შენახვის და დანაწილების უზრუნველსაყოფად იხ. დამატებითი დოკუმენტი.

მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრის შემთხვევაში (+2+8 0C ვაქცინის დამატებითი დოზებით), ვაქცინის მოწოდების დროში გაშლის და ადეკვატური მოხმარების პირობებში ცივი ჯაჭვის სისტემის მოცულობა არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციას.

ვაქცინების განაწილების ეტაპები:

COVID19 ვაქცინაციის ეტაპობრივი განვითარება, ასევე, ითვალისწინებს ვაქცინების მოწოდების პირველ ეტაპზე უფრო კომპლექსური ვაქცინების, რომელთაც რთული ცივი ჯაჭვის მოთხოვნები გააჩნიათ (-70 – 200C) გამოყენების შესაძლებლობას, თუ ქვეყანა ამგვარი არჩევანის წინაშე დადგა. დაგეგმვის მიზნით, განისაზღვრა, რომ ამგვარი ვაქცინის ოდენობა არ გადააჭარბებს დოზების იმ რაოდენობას, რაც მოზრდილი მოსახლეობის 3%-ის მოსაცავად არის საჭირო, ანუ ≈200,000 დოზას. ამიტომ, პირველ ეტაპზე, მოხდება მხოლოდ პრიორიტეტული ჯგუფების (ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბინადარნი და მომსახურე პერსონალი და 75 ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის) აცრა.

Pfizer-ის ვაქცინის შემთხვევაში ვაქცინა განაწილდება სამი საწყობიდან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ყოველკვირეულად და მიეწოდება რაიონულ ცენტრებში შერჩეულ ერთ (გამონაკლის შემთხვევებში მაქსიმუმ ორ) ჰოსპიტალურ დაწესებულებას. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება (ა) ვაქცინის შეფუთვის სპეციფიკას ანუ ყუთში არის 5-დოზიანი 195 ფლაკონი ანუ სულ 975 დოზა, რომლის (ბ) -800C-დან გალღობის შემდეგ მისი გამოყენება მაქსიმუმ 5 დღის მანძილზე შეიძლება . ამიტომ ამცრელი წერტილები მომარაგდება ყოველკვირეულად და ცალკეულ წერტილს მიეწოდება 975 დოზის ჯერადი მოცულობები (ან გადაიფუთება უფრო მცირე დოზებად), რაც დაწესებულების წინაშე აყენებს ამოცანას რომ დღეში მიღებული დოზების შესაბამისი რაოდენობის ადამიანი აცრას. სრული შეფუთვის მიღების შემთხვევაში, დაწესებულებამ მინიმუმ 230-240 ადამიანი უნდა აცრას და ამისთვის საჭირო იქნება ცალკეულ დაწესებულებაში 6-7 ამცრელი ბრიგადის მუშაობა. ამ ამცრელ წერტილებზე მოხდება ასაცრელი კონტინგენტის გეგმაზომიერი მობილიზება-მოზიდვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, საზ. ჯანდაცვის ხელმძღვანელის და მუნიციპალიტეტში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით. ცალკეული მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს ასაცრელი კონტინგენტის აცრის კალენდარულ გრაფიკს და კონტიგენტის მოსაზიდად საჭირო ღონისძიებებს. აღნიშნულ ვაქცინასთან დაკავშირებული ლოგისტიკური თავისებურებების გათვალისწიენებით, სამედიცინო პერსონალის და ხანგრძლივი დაყოვნების დაწესებულებების მობინადრეთა და პერსონალის აცრის შემდგომ/ პარალელურად, შესაძლოა, დაიგეგმოს კონკრეტული ესენციური სერვისის წარმომადგენელთა აცრა.

Moderna-ს ვაქცინის შემთხვევაში, თბილისის და რეგიონული საწყობებიდან ვაქცინა მიეწოდება მუნიციპალურ საზ. ჯანდაცვის ცენტრებს, სადაც შესაძლებელია ამ ვაქცინების – 200C-ზე შენახვა. ხოლო აქედან, თვეში ერთხელ, თითოეულ დაწესებულებას, მიეწოდება 4 კვირის ასაცრელი მარაგი, რადგან გალღობის შემდეგ ვაქცინა 2-80C-ზე 30 დღე ინახება. ამ შემთხვევაში, პირველი სამიზნე იქნება სამედიცინო დაწესებულებები და მათი პერსონალი, შემდეგ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბინადარნი და პერსონალი და 75+ მოსახლეობა. აცრის ორგანიზების პასუხისმგებლობა დაეკისრება რაიონში შერჩეულ დაწესებულებებს, ხოლო ასაცრელი კონტინგენტის გეგმაზომიერი მობილიზება-მოზიდვა დაევალება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, საზ. ჯანდაცვის ხელმძღვანელს მუნიციპალიტეტში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით. ცალკეული მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს და განახორციელებს ასაცრელი კონტინგენტის აცრის კალენდარულ გრაფიკს და კონტინგენტის მოსაზიდად საჭირო ღონისძიებებს.
შესაბამისად, პირველ ეტაპზე და გამომდინარე ვაქცინის ტიპიდან, აცრები ჩატარდება ჯერ ჯანდაცვის სექტორისთვის და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სხვა პრიორიტეტულ ჯგუფების მოცვა.

ვაქცინაციის გაფართოების მეორე ეტაპზე – მუნიციპალიტეტების დონეზე პროგრამაში ჩაერთვება როგორც იმუნიზაციაში მონაწილე, ასევე არ-მონაწილე დაწესებულებები (თუ ეს დაწესებულებები მონაწილეობას დათანხმდებიან), ხოლო მე-3 ეტაპი გულისხმობს სამიზნე მოსახლეობის აცრას უფრო მეტად გაფართოებული ქსელით და დიდ ქალაქებში მასიური ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა