მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის გააქტიურებისთვის საჭიროა მეტ ადამიანთან სახლში მისვლა- ივანე ჩხაიძე

6148b88170430
ინგა მურუსიძე
20.09.21 22:00
1119
წლის ბოლომდე გვჭირდება მილიონი ადამიანის აცრა, იმისთვის, რომ სამიზნე მაჩვენებლამდე მივიდეთ, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის პედიატრიული განყოფილების უფროსმა, ივანე ჩხაიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღიურად, საჭიროა ჩატარდეს 20 ათასი აცრა, ხოლო თუ ნაკლები ჩატარდება, სასურველ შედეგამდე ვერ მივალთ.

მან ასევე ისაუბრა საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობაზე და თქვა, რომ საინფორმაციო კამპანია არის არასაკმარისად აქტიური.

„არ მგონია ამაზე ვინმეს სხვა აზრი, ან სხვა შეფასება ჰქონდეს, ეს ასეა. სხვა არსენალი ჩვენ დღეს არ გვაქვს. დღეისთვის არც მედიკამენტია რაიმე შექმნილი და არც რაიმე სხვა ბერკეტი. ჩვენი მთავარი აქცენტი უნდა იყოს პრევენციაზე, ხოლო ამ ნაწილში პრობლემური იყო ქვეყანაში ვაქცინების უწყვეტი მომარაგება, რაც აღმოფხვრილია. ნაკლებობა იყო ვაქცინაციის კაბინეტების, თუმცა ეს პრობლემებიც მოგვარებულია. მაგრამ ასევე არის მესამე მხარე, შეიძლება იყოს ვაქცინა, საშუალება, მაგრამ იმუნიზაციის მსურველი ცოტა, სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

პედიატრი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის გეგმა შესრულდება, თუმცა საჭიროა მეტი მუშაობა, მეტი სიარული, მეტ ადამიანთან სახლში მისვლა.

„ეს ყველაფერი გასაკეთებელი და შესაძლებელია. რეგიონების მაგალითი შემიძლია გითხრათ, ხალხი, რომელიც მოდის და ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთება არ უნდა, კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ, სულ სხვა განწყობით ბრუნდება უკან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფი არის პედაგოგები. ეს ადამიანები ბევრს კითხულობენ, ბევრი იციან, თუმცა შიში მაინც არის, ამიტომ არის საჭირო მათთვის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა“, - აღნიშნა მან.