მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის გეოგრაფია რეგიონების მიხედვით: კახეთში სრულად აცრილია 3,000, თბილისში - 81,000

60fa74d38bfdb
შოთა ტყეშელაშვილი
23.07.21 13:08
958
NCDC-ის მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს გაცილებით უფრო დაბალი ტემპით, ვიდრე - დედაქალაქში. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ორჯერდად აცრილია 126,739 ადამიანი, მათგან 81,009, ანუ 64% თბილისში აიცრა. თბილისის მოსახლეობაა 1.1 მილიონი ადამიანი, კახეთის კი 310 ათასი ადამიანი. მოსახლეობას შორის სამჯერადი განსხვავების მიუხედავად, თბილისში სრულად აცრილთა რაოდენობა კახეთში სრულად აცრილთა რაოდენობას 28-ჯერ აღემატება. 

ასეთივე დაბალია ვაქცინირებულთა რაოდენობა სხვა რეგიონებშიც - მაგალითად, მცხეთა-მთიანეთში ორჯერადად აცრილია 2,452 ადამიანი, სამცხე ჯავახეთში კი მხოლოდ 973 ადამიანი. 

რეგიონების მიხედვით, ორჯერადად აცრილი მოსახლეობის რაოდენობა ასეთია:

სამცხე-ჯავახეთი - 973 ადამიანი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1,179 ადამიანი;
გურია - 1,720 ადამიანი;
მცხეთა-მთიანეთი 2,452 ადამიანი;
კახეთი - 2,871 ადამიანი;
ქვემო ქართლი - 3,334 ადამიანი;
შიდა ქართლი - 3,830 ადამიანი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5,102 ადამიანი;
იმერეთი - 10,662 ადამიანი; 
აჭარა - 13,617 ადამიანი;
თბილისი - 81,009 ადამიანი. 

რეგიონებში ვაქცინაციის ასეთი დაბალი რაოდენობა მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობამ საკმარისი ყურადღება არ დაუთმო:
1) ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას და მოთხოვნის შექმნას რეგიონალურ ჭრილში;
2) აცრის რეგისტრაციის ისეთი სისტემის აწყობას, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებზე დაბალი წვდომის მქონე მოსახლეობასაც მისცემდა აცრის რეგისტრაციის შესაძლებლობას.