მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის კამპანიაში ადგილობრივი თვითმმართველობები აქტიურად უნდა ჩაერთონ - ჩხაიძე

6103d48d1310d
ინგა მურუსიძე
30.07.21 14:52
482
იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება აუცილებელია, თან რაც შეიძლება სწრაფად.

ივანე ჩხაიძემ საკითხზე საუბრისას მაგალითად მოიყვანა UNICEF-სა და NCDC-ს მიერ შემდგარი პედიატრების და სხვადასხვა ექიმის ვიზიტები რეგიონებში, სადაც საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ, არა მხოლოდ ექიმებთან, არამედ პედაგოგებთან და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან.

მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია ჯგუფის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, სადაც იმუნიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

„ვაქცინაციას მხოლოდ ეს ვერ გააქტიურებს; წარმოუდგენელია არსებობდეს ექიმების იმხელა ჯგუფი, რომელიც ყველა რეგიონში ჩავა და საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებს. ამ ყველაფერში აქტიურად უნდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი მედია. მარტო ექიმები, სამინისტრო და NCDC ამას ვერ მოახერხებს.

აქვე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე და ჩემი კოლეგები მივიჩნევთ, რომ საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო აქტიური წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ თვეში მილიონი ადამიანი ავცრათ. ამ გეგმის შესრულებას აუცილებლად დასჭირდება საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.