მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა - თენგიზ ცერცვაძე

6172cb6784bfa
ინგა მურუსიძე
22.10.21 19:03
601
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ დღიურად აცრილთა რიცხვი საგანგაშოდ დაბალია.

როგორც მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები იმუნური ფენის შესაქმნელად საკმარისი არ არის.

„ვაქცინაცია რჩება პანდემიის დაძლევის ერთადერთ რეალურ გზად. ახლა საქართველოში ძალიან ცუდი, კატასტროფული მდგომარეობაა. აცრილია საკმაოდ მცირე რაოდენობა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შევქმნათ იმუნური ფენა საკმარისი რაოდენობის და წლის ბოლომდე მივაღწიოთ სამიზნე მაჩვენებელს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფორმაციისთვის: დღეის მდგომარეობით, აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 31.1%. დღიურად აცრილთა მაჩვენებელი და 10 ათასამდე მერყეობს. მთავრობის გაცხადებული მიზნით, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრაა დაგეგმილი.