მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაქცინაციის ოფიცრებმა ხელოვნების და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს კონსულტაციები გაუწიეს“ - ტიკარაძე

60fab3de6cf48
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.21 23:40
429
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის ოფიცრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საკონსულტაციო ფუნქციას ითავსებენ და სურვილის შემთხვევაში მათ არეგისტრირებენ. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვაქცინაციის ოფიცრები ინტენსიურად მუშაობენ. ისინი ინტენსიურად იყვნენ წინა პერიოდში ჩართულნი როგორც ხელოვნების, ასევე სპორტის მიმართულებით. ყველა დარგთან გააკეთეს ის კონსულტაციები, რომელიც ესაჭიროებათ, ვინაიდან ვაქცინაციის ოფიცრებს ჩვენ ვტვირთავთ როგორც შინაარსობრივი კომპონენტით, ანუ ისინი ვაქცინებზე შესაბამის ინფორმაციას აწვდიან და საგანმანათლებლო კომპონენტს ითავსებენ, ასევე მათ აქვთ შესაძლებლობა მსურველები დაარეგისტრირონ, რომლებიც თავად ვერ ახერხებენ რეგისტრაციას“, - განმარტა მინისტრმა.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრმა „ვაქცინაციის ოფიცრების“ გადამზადების პროექტი ჯერ კიდევ აპრილში დააანონსა, რომლის მიხედვით მათ მოქალაქეების ინფორმირება და საჭიროების შემთხვევაში ვაქცინაციაზე დარეგისტრირება უნდა მოახდინონ. პროგრამა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით ივლისში ამოქმედდა.