მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია ცუდად ჩატარებული არ იყო - ტიკარაძე

614af823ee1f8
ვიქტორია მღებრიშვილი
22.09.21 13:41
360
"ცუდად ჩატარებული არ იყო“ - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიას ჟურნალისტებთან საუბრისას და ამის დასაზუსტებლად აცრების მაჩვენებელს იშველიებს.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საკომუნიკაციო კამპანიას ჯანდაცვის უწყება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

„საკომუნიკაციო კამპანიასთან დაკავშირებით არაერთი დადებითი და უარყოფითი შეფასება მოჰყვა, თუმცა მინდა აღვნიშნო, ყველა გადადგმული ნაბიჯი და კომუნიკაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონდა, ეს კამპანია არაერთ საერთაშორისო პარტნიორთან კომუნიკაციითა და მათი ინტენსიური ჩართულობით იგეგმებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს საზოგადოების მზაობა და ასევე საზოგადოების ზოგადი კულტურული მაჩვენებლები, რაც გააჩნია. იმის გათვალისწინებით, რომ დღეისთვის 1.7 მლნ ადამიანია აცრილი და, დაახლოებით, 800 000 ორი დოზითაა აცრილი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საკომუნიკაციო კამპანია ცუდად ჩატარებული არ იყო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.