მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში „100 ცნობად სახეს“ საჯაროდ აღარ აცრიან

606c2fa54a529
ინგა მურუსიძე
06.04.21 14:10
2050
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში 100 ცნობად სახეს აღარ აცრიან. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, კამპანიის დაანონსებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და გადაწყდა, რომ საჯაროდ აიცრან ის ცნობადი სახეები, ვისაც ვაქცინაცია ისედაც ეკუთვნის.

„100 ცნობილი ადამიანის კამპანიას რაც შეეხება, აქ ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო ნდობის დაბრუნება და ცნობადი სახეების მიერ საკუთარი გამოცდილების მოქალაქეებისთვის გაზიარება; როცა ეს კამპანია დაანონსდა, მალევე ქვეყანაში შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინა, რაზეც აქტივობა დიდია, ხოლო 100 ცნობადი ადამიანის აცრა ამ ვაქცინით უსამართლობის განცდას გამოიწვევდა.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, გადაწყდა, რომ ის ცნობადი სახე ჩაერთოს კამპანიაში, ვისაც ეკუთვნის აცრა და საჯაროდ აცრის შესახებ თანხმობა განაცხადა; დამატებით ამის აუცილებლობა აღარ დადგა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.