მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის სამეტაპიანი გეგმა უკვე მზადაა - ვინ აიცრება პირველი?

60054fb341947
ინგა მურუსიძე
18.01.21 13:13
1807
"ვაქცინაციის დანერგვის სამეტაპიანი გეგმის შემუშავება უკვე დასრულებულია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ვაქცინის დანერგვის ტექნიკურ გეგმაზე მუშაობა 16 იანვარს დასრულდა, ხოლო დღეს ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი დაასრულებს გეგმის შედგენას იურიდიულად, რომელსაც დასამტკიცებლად მთავრობას გადაუგზავნის.

„გეგმაში გაწერილია 3 ეტაპი, რის მიხედვითაც, მოხდება ვაქცინაცია დაწყებული მაღალი რისკის ჯგუფის მქონე პაციენტებიდან, დამთავრებული არარისკ ჯგუფში მყოფი პაციენტებით. სამიზნე მაჩვენებელი ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა, რაც იქნება გარანტია, რომ იმუნურობის დონე იყოს სტაბილური და მოხდეს ეკონომიკის უსაფრთხო გახსნა. პირველი ჯგუფი არის ჯანდაცვის პროფესიონალები, შემდეგ ასაკობრივი ჯგუფი და სხვა ჯგუფები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გეგმის შედგენაში 82 სპეციალისტი იყო ჩართული. მან აზიის განვითარების ბანკს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, უინისეფს, მსოფლიო ბანკს და ყველა პარტნიორ ორგანიზაციას გეგმის მომზადებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.