მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია – მთავრობა

6003f8fed055d
BM.GE
17.01.21 12:39
492
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.
დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება.

"ზუსტდება გარკვეული დეტალები, რათა მოხდეს საბოლოო სახით გეგმის ფორმალიზაცია მომდევნო კვირაში. განიხილება სამიზნე და პრიორიტეტული ჯგუფები, ასევე ყველა ვაქცინა, რომლის მოზიდვაც და გამოყენება მოხდება ქვეყანაში, ასეთი ვაქცინა იქნება რამდენიმე და ყველა მათგანი იქნება აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ",– განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.