მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის შემდეგ ჭარბი დალევა დიდი ხანი მიზანშეწონილი არაა, 1 ჭიქა - როცა გნებავთ - გამყრელიძე

6095000a00780
ინგა მურუსიძე
07.05.21 12:59
4176
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ექიმების ნაწილის რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა ვაქცინაციის შემდეგ ალკოჰოლი არ უნდა მიიღონ. სწორედ ამ თემაზე დაუსვეს კითხვა დღევანდელ მედიავებინარზე ჟურნალისტებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს. 

"ალკოჰოლი? ის რაც ქართველებს გვიყვარს ანუ ბევრი დალევა ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი არ არის მიზანშეწონილი. მე ექიმი ვარ და ვინც მეკითხება ვპასუხობ, რომ ერთ და ორ ბოთლს ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ მაშინ, როცა გნებავთ, ზომიერების ფარგლებში. სხვა დროსაც, ალკოჰოლი ზომიერების ფარგლებში შეიძლება წამალი იყოს, ხოლო გადაჭარბებით თუ დავლევთ - პირიქით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს.