12.ივნისი .2021 12:12

„ვაქცინაციის ტემპი თუ 1%-იანია, ე.ი. 1%-იანი ეფექტიანობის ხელისუფლება ხარ“ - რომან გოცირიძე

„ვაქცინაციის ტემპი თუ 1%-იანია, ე.ი. 1%-იანი ეფექტიანობის ხელისუფლება ხარ“ - რომან გოცირიძე
views 244
უკან

პარლამენტარმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ გადაცემა BMG Drive-ში ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპისა და ხელისუფლების ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ხელისუფლების ეფექტიანობა სწორედ ვაქცინაციის ტემპით იზომება.

„ქვეყნის ხელისუფლების ეფექტიანობის ირიბი მაჩვენებელი დღეს არის ის, თუ როგორია ვაქცინაციის ტემპი. თუ ვაქცინაციის ტემპი 1%-იანია ე.ი. 1%-იანი ეფექტიანობის მქონე ხელისუფლება ხარ... არ ხარ ხელისუფლება. ამით ძალიან ბევრი რამის ახსნა შეიძლება. თუ ვაქცინაციის ეს ტემპი გაქვს, ეკონომიკას ვერ ხსნი, ტურისტები ვერ შემოდიან, მაშინ როდესაც 9 მლნ ტურისტი გვყვავდა...“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში ორჯერადად აცრილი მოსახლეობის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ შეიძლება ჩაითვალოს ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა.

„ვაქცინის შემოსვლას ზაფხულში ველოდებით და ამ პერიოდში ეკონომიკა ვერ გავხსენით, რამდენი ადამიანი დაავადდა და რამდენი გარდაიცვალა. ეფექტიანი ხელისუფლება სხვანაირად მოიქცეოდა. ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, როგორიც ისრაელია... ძალიან ცუდი შედეგები გვაქვს“, - აღნიშნა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა