მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის ხარჯებზე ინფორმაციის მისაღებად IDFI სამართლებრივ გზებს მიმართავს

60f19bd46bb83
ინგა მურუსიძე
16.07.21 21:40
1240
ვაქცინაციის ხარჯებზე ინფორმაციის მისაღებად IDFI სამართლებრივ გზებს მიმართავს. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა გოგა თუშურაშვილმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განმარტა, ორგანიზაცია სასამართლოსაც მიმართავს, თუკი სხვა გზებით ამ ინფორმაციას ვერ მიიღებს.

„დღეს წარმოვადგინეთ ანგარიში, რომელიც აჯამებს ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაციას. საქმე ეხება დაახლოებით 4.1 მლრდ ლარს, რომელიც სახელმწიფომ მიიღო ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების და გრანტების სახით. ეს იყო დახმარება, როგორც თანხის მოცულობით, ასევე შინაარსით. ჩვენ შევისწავლეთ როგორც დაფინანსების წყაროები, ასევე ამ დაფინანსების წყაროების ფარგლებში გაწეული ხარჯები. 4.1. მლრდ ლარიდან 600 მლნ მოხმარდა ჯანდაცვის მიმართულებას, ხოლო მილიარდ 100 მლნ სოციალურ დახმარებებს და დანარჩენი თანხა იყოს ბიზნესის მხარდამჭერი ხარჯები.

მონიტორინგის ფარგლებში ჭირდა ინფორმაციის მიღება. იყო შემთხვევები, როცა არ გვპასუხობდნენ, ან ინფორმაცია იყო არაზუსტი და ამ მოწოდებული ინფორმაციის ფარგლებშიც ბევრი საინტერესო მიგნება გამოიკვეთა და კითხვებს აჩენს, თუ რამდენად ეფექტიანად გაიცა კონკრეტულ პროგრამებზე თანხები, ასევე კითხვები ჩნდება, თუ რამდენად სრულყოფილი მონიტორინგი ტარდება სახელმწიფოს მხრიდან ამა თუ იმ ხარჯის ათვისების კუთხით და ერთ-ერთი მთავარი იყო სახელმწიფო შესყიდვები“, - განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით ყველაზე პრობლემური იყო ვაქცინების შესყიდვებზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია. თუშურაშვილის განმარტებით, ამ კუთხით სამინისტრო განმარტავს, რომ ხელშეკრულებები არის კონფიდენციალური.

„ჩვენ დავიანგარიშეთ ჩვენი ძალებით და მივიღეთ, რომ 2021 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ჯანდაცვის მიმართულებით წარმოდგენილია მხოლოდ ჯამური თანხები და აღარ მოხდა ჩაშლა, თუ რამდენი დაიხარჯა მკურნალობაზე, კარანტინზე და ა.შ. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფომ დამალოს ვაქცინაციის ხარჯების შესახებ ინფორმაცია. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ეს ინფორმაცია, არაერთი ფორმით. ვაპირებთ, რომ მივმართოთ სამართლებრივ მექანიზმს, მხოლოდ ეს ხელშეკრულებები არ არის საფუძველი, რომ ჯამური თანხები არ გაიცეს. ამ ინფორმაციის გაცემით ვერ მოხდება ინფორმაციის დადგენა, თუ რომელ კომპანიასთან რა ოდენობის თანხის შესახებ აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული. თუმცა მოსახლეობას უფლება აქვს შესყიდული თანხების შესახებ, როგორც მინიმუმ ჯამური სახით ჰქონდეს ინფორმაცია“, - განმარტა მან.

თუშურაშვილის თქმით, IDFI მიმართავს სასამართლოს, თუკი ინფორმაციას ოფიციალური სახით ვერ მიიღებს.