მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციისთვის ჯავშნების გასაკეთებლად ფანჯარა დღეს გაიხსნება - გამყრელიძე

607429fc465cb
ინგა მურუსიძე
12.04.21 15:46
3583
დღეს საღამოს „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის ჯავშნების გასაკეთებლად ფანჯარა გაიხსნება. როგორც NCDC-ს ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, 30 აპრილამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია, ამიტომ დღეიდან ჯავშნების გაკეთება აღდგომის შემდგომი კვირისთვის იქნება შესაძლებელი.

„დღეს, საღამოს 21:00 საათამდე გაიხსნება ფანჯარა ვაქცინაციის დაჯავშნისთვის. 30 აპრილამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია, ამიტომ აღდგომის შემდგომ, 1 კვირის განმავლობაში იქნება ჯავშნების საშუალება „ასტრაზენეკათი" ვაქცინაციისთვის. დიდი ალბათობით, ალბათ  ხვალიდან თბილისში, რამდენიმე კლინიკაში დაემატება ამცრელი კაბინეტები და ახალი კლინიკებიც, სადაც ვაქცინაცია გაკეთდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, დღესვე ცნობილი გახდა, რომ 14-15 აპრილს გამოცხადდება თარიღი, თუ როდიდან შეეძლებათ „ფაიზერით“ ერთი დოზით აცრილ მოქალაქეებს მეორე დოზით ასაცრელად დარეგისტრირდნენ.

ინფორმაციისთვის: დღეისათვის ვაქცინაცია 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს, მედიკოსებს და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს უტარდებათ.