მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია უკვე 30 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა

607e74741cdea
ინგა მურუსიძე
20.04.21 10:26
1198

ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია უკვე 30 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წინასწარი რეგისტრაციისთვის შექმნილ სარეგისტრაციო პორტალზე 33 9938 მოქალაქეა დარეგისტრირებული.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებულთაგან უმრავლესობას - 29 728 მოქალაქეს აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით უნდა, 15 320-ს - “მოდერნათი“, 6 418-ს  - „ასტრაზენეკათი“, 4 452-ს „ჯონსონ ენდ ჯონსონით“, 3 160-ს - „ნოვავაკსით“, 1 603-ს - „სინოფარმით“, ხოლო 352-ს - „სინოვაკით“.

სარეგისტრაციო პორტალი გუშინ ამოქმედდა.

„წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.