მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციით საქართველოს სრული მოცვა 2022 წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება - Economist

6017e19416c03
შოთა ტყეშელაშვილი
01.02.21 15:23
2027
ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ანალიტიკური სამსახური აქვეყნებს შეფასებას, რომლის თანახმადაც, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით მოსახლეობის სრული მოცვა 2022 წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ვერ მოესწრება. 

შეფასებაში, რომელიც 2021 წლის იანვრის ბოლოს არსებულ მასალებს ეფუძნებოდა, The Economist-ი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესი გაცილებით ნელა წარიმართება, ვიდრე - მაღალშემოსავლიანებში.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესი 2022 წლის მეორე ნახევრამდე ვერ დასრულდება, უკრაინაში კი, ვაქცინაციის პროცესის დასრულება 2023 წელს არის ნავარაუდევი. 

ამ პროგნოზის მიხედვით, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღდგენა წარიმართება გაცილებით უფრო ნელა, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდევი. ამ ახალ შეფასებაში The Economist-ი ქვეყნების მიერ დაკონტრაქტებული ვაქცინების მოცულობას, ასევე, თავად ვაქცინების წარმოების ახალ ტემპებს ეყრდნობა. 

განსხვავებულია საქართველოს მთავრობის პოზიცია. ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგიის თანახმად, ქვეყანაში ვაქცინაციის 60%-იან მოცვაზე გასვლა 2021 წლის ბოლომდე განიხილება. 

NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 23 იანვარს განაცხადა, რომ საქართველო პირველი კვარტლის ბოლომდე AstraZeneca-სგან 450-490 ათას დოზა ვაქცინას ელოდება. 

COVID-19-ის ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგიიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის წარმართვისთვის მთავარ ვაქცინად AstraZeneca-ს ვაქცინა განიხილება. სტრატეგიის თანახმად, COVAX პლატფორმით წელს საქართველო გარანტირებული სახით AstraZeneca-ს 1,484,400 ვაქცინას მიიღებს, ხოლო დამატებითი "ოფციური" სახით ამ ვაქცინის 2,294,927 დოზის შესყიდვა იგეგმება. ამასთან, სტრატეგიაში მითითებულია, რომ ლოგისტიკური ჯაჭვის სირთულის გამო, არ განიხილება Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინის 200,000 დოზაზე მეტის შესყიდვა და, პირველ რიგში, სწორედ ამ ვაქცინით განიხილება მოსახლეობის ვაქცინაცია. 

The Economist-ის ანალიტიკური სამსახურის მოსაზრებით ყველაზე გვიან ვაქცინაციის პროცესი აფრიკის კონტინენტზე დასრულდება.