მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინასთან დაკავშირებით, ამჯობინებენ დაეყრდნონ ჭორებს და არა სანდო ინფორმაციას - ისრაელის ელჩი

607578046a250
სალომე მეცხვარიშვილი
13.04.21 22:10
846
ვაქცინასთან დაკავშირებით, ამჯობინებენ დაეყრდნონ ჭორებს და არა სანდო ინფორმაციას,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორმა bm.ge-ს განუცხადა.

რან გიდორი იმ პრობლემებზე საუბრობს, რის გამოც ქვეყანაში ვაქცინაზე მოთხოვნა დაბალია. ელჩი ამბობს, რომ მისთვის გასაგებია, რატომ შეიძლება ჰქონდეთ კითხვები ვაქცინასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში “ასტრაზენეკათი” აცრის შემდეგ სამწუხარო ფაქტი დაფისქირდა, თუმცა, ელჩი მთავარ პრობლემას სხვა მიმართულებით ხედავს.

“მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანები არ იღებენ ინფორმაციას სანდო წყაროებიდან. განათლებული ადამიანებიც არ იღებენ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგვერდიდან, რომ გაიგონ, რას წერს WHO "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით. ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ამჯობინებენ დაეყრდნონ ჭორებს, კონსპირაციულ თეორიებს და ამბობენ, რომ არ უნდათ აცრა, რადგან “ეს მომაკვდინებელია”. როცა ვეკითხები, ვისგან აქვთ ეს ინფორმაცია, მეუბნებიან, რომ საკუთარი მეგობრებისგან. მაგრამ მათი მეგობარები ხომ ექიმები არ არიან?”- აცხადებს ელჩი.

მისივე თქმით, როგორც მოკლე, ისე გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკური რეცესია უფრო საშიშია საქართველოსთვის, ვიდრე ვაქცინის ნებისმიერი გვერდით ეფექტი.

“მოვუწოდებ, ყველა ჩვენს მეგობარს, პარტნიორს, მეზობელს, აიცრან რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად. თანმდევი ეფექტი ყველაფერს აქვს, მათ შორის ჩვეულებრივ ასპირინსაც კი. ასე რომ არ შეგეშინდეთ. ისრაელი პირველია მსოფლიოში ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობით, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი შეზღუდვა და დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას”, - აცხადებს რან გიდორი.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ისრაელს სთხოვა რჩევა ვაქცინაციასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაეტარებინათ მედია კამპანია. ისრაელის ელჩი ამბობს, რომ მათი რჩევა იყო, ვაქცინაციის პროცესში ჩართულიყვნენ ცნობადი ადამიანები, მათ შორის რელიგიური პირები ან მსახიობები და მომღერლები. თუმცა, როგორც ცნობილია, აღნიშნულ სტრატეგიაზე საქართველომ უარი თქვა, ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ 100 ცნობადი სახის შერჩევამ “არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია”.