მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინების კომერციულად შემოტანის საკითხი დროებით გაჩერებულია - "ჯიპიაი ჰოლდინგი" მიზეზებზე

6075d0496cb95
ანუკა ჯოხაძე
13.04.21 22:00
1002
კერძო სექტორის განცხადებით, ვაქცინების კომერციულად შემოტანის საკითხი დროებით გაჩერებულია. მთავარ მიზეზად კერძო სექტორის მხრიდან მსოფლიო მასშტაბით ვაქცინებზე მაღალი მოთხოვნა და არსებული დეფიციტი სახელდება. როგორც ისინი ამბობენ, ვაქცინის მომლოდინეთა რიგი გრძელია, პირველ რიგში კი ამ რიგებში ისეთი ქვეყნები დგანან, რომლებიც ამ დრომდე ვაქცინას ელოდებიან.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც თავის თანამშრომლებისა და დაზღვეულებისთვის ASTRAZENECA-ს შემოტანას გეგმავდა "ჯიპი აი ჰოლდინგია". როგორც კომპანიის კომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილი ამბობს, ჯერჯერობით უცნობია როდიდან გამოჩნდება ბაზარზე კომერციული გზით ვაქცინა, თუმცა მისი განმარტებით, მოთხოვნა კომერციულ ვაქცინაზე მათი დაზღვეულებისა და თანამშრომლების მხრიდან მაღალი იყო.

“ჩვენ თავად არ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, თუმცა გვქონდა კონტაქტი ქართულ კომპანიებთან, რომლებიც ცდილობდნენ ვაქცინა კომერციულად შემოეტანათ. იყო ამის ერთგვარი საშუალება. დავადგინეთ რა რაოდენობის ვაქცინებზე იყო მოთხოვნა ჩვენს დაზღვეულებში. ვაქცინა გვინდოდა ჩვენი თანამშრომლებისთვისაც. უნდა აღვნიშნო, რომ მოთხოვნა იმ დროისთვის ASTRAZENECA-ს ვაქცინაზე იყო ძალიან მაღალი, თუმცა შემდეგ უკვე აღმოჩნდა რომ მსოფლიოში ამ ეტაპზე დეფიციტია. კომერციულად ვერ მოხერხდა ვაქცინის შემოტანა და სავარაუდოდ, ეს შესაძლებლობა არც უახლოეს მომავალში არ გაჩნდება. თუმცა, მომავალში თუ გაჩნდება შესაძლებლობა, ჩვენ მზად ვართ, გარკვეული ხარჯი გავიღოთ და ჩვენს თანამშრომლებს და დაზღვეულებს ვაქცინა შევთავაზოთ", - აცხადებს "ჯიპიაი ჰოლდინგის" კომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილი.