მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინების რჩევა-რჩევაში, შესაძლოა, მძიმე გართულებას თავი ვერ ავარიდოთ - დიმიტრი ხუნდაძე

60f6c6e22f7ed
ინგა მურუსიძე
20.07.21 17:14
535

ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გართულებები ავიცილოთ თავიდან და ისევ გარდაუვალი ჩაკეტვების გზით არ ვიაროთ, რაც ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა. 

მისივე თქმით, ყველა მოქალაქე უნდა აიცრას იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია.

"გლობალურად ეპიდვითარება უარესდება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. გამონაკლისი არც საქართველოა. ინფექცია ჩვენს გვერდით სერიოზულად ცირკულირებს. მდგომარეობის გაუარესება რეგულაციების არდაცვის და ვაქცინაციის დაბალი ტემპის ხარჯზე ხდება. ტენდენცია ჰგავს გასული წლის ოქტომბერ-ნოემბრის ვითარებას. აგვისტოში კი შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს. ვაქცინა არის ერთადერთი საშუალება, რომ გართულებები ავიცილოთ თავიდან და ისევ გარდაუვალი ჩაკეტვების გზით არ ვიაროთ, რაც ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას.

"ფაიზერის“ მოლოდინში ჩინური ვაქცინის აქტუალობა დაეცა და რეგისტრაცია კლებადი ხასიათისაა. ჩვენ თუ ვირჩევთ რომელიმე ვაქცინას და ველოდებით მას, შესაძლოა, ამ ლოდინში რეანიმაციულ საწოლზე აღმოვჩნდეთ. ყველა ვაქცინა იცავს მძიმე გართულებისგან: ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაცია, გარდაცვალება. ავიცრათ, რაც შეიძლება სწრაფად და იმ ვაქცინით, რომელიც ხელთ გვაქვს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

შეგახსენებთ: ამ დროისთვის საქართველოში ხელმისაწვდომია "სინოფარმის", "სინოვაკის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინები.