პორტალი - „ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ (European Best Destinations) იმ ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს წარმოადგენენ. რეიტინგში (Best Destination for vaccinated travelers 2021) პირველ ადგილს საქართველოს დედაქალაქი იკავებს.
თბილისის გარდა, რეიტინგში მოხვდნენ ისეთი ტურისტული მიმართულებები, როგორებიცაა: კოპენჰაგენი, კეფალონია, სევილია, ათენი, სტოკჰოლმი, კანარის კუნძულები, მადეირა, ბათუმი (მე-4 ადგილი) და სხვა.
ორგანიზაცია, ასევე, აქვეყნებს 2021 წლის უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგს (Coronavirus – Safest Destinations to Visit in 2021), სადაც თბილისი მე-3 ადგილს იკავებს. რეიტინგი იმ მიმართულებებს მოიცავს, სადაც კორონავირუსის თვალსაზრისით, მოგზაურობა უსაფრთხოა, არ არის კარანტინის საჭიროება და დაცულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
„თუ თქვენ ეძებთ კულტურას, ბუნებას, ჯანმრთელობას, გასტრონომიულ მრავალფეროვნებებს, ან უბრალოდ, საშოპინგოდ პოპულარულ საქალაქო ტურისტულ მიმართულებას, თბილისი - საქართველოს დედაქალაქი იდეალურია 2021-ის არდადეგების გასატარებლად. რატომ უნდა აღმოაჩინოთ თბილისი 2021-ში? როგორც არასდროს, ახლა ვიცით, რომ ცხოვრებისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ და შეუძლებელია, გამორჩეული მოგზაურობები გადავდოთ. საქართველო და განსაკუთრებით თბილისი, არის ტრადიციული და თანამედროვეც, კოსმოპოლიტური, მრავალეთნიკური, ნამდვილად უნიკალური და ავთენტური. საქართველომ ჯანდაცვის კრიზისს ეფექტური და ინოვაციური მიდგომებით, ძალიან სწრაფად და პოზიტიურად უპასუხა. როგორც კი Covid-19-ის შემთხვევები შემცირდა და ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა, ქვეყანამ კარანტინისა და დამატებითი ტესტირების მოთხოვნის გარეშე, ვაქცინირებულ მოგზაურებს საზღვრები გაუხსნა“, - აღნიშნულია EBD-ის ოფიციალურ ვებგვედზე.
საქართველოში ვაქცინირებულ ვიზიტორებს მოგზაურობა მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან შეუძლიათ. შემუშავებულია უსაფრთხოების ნორმები, რათა როგორც მოგზაურების, ასევე, ადგილობრივი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული და საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში არდადეგების უსაფართხოდ გატარება შეძლონ.
„ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებები“ დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა. ორგანიზაცია ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა თემატიკის რეიტინგს პერიოდულად აქვეყნებს და მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდრო წყაროს წარმოადგენს.
ორგანიზაციის რეიტინგები და სამოგზაურო სტატიები შუქდება ისეთ წამყვან პლატფორმებზე, როგორებიცაა: Forbes, Lonely Planet, Con De Nast, Independent, Euronews, Tripadvisor და სხვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა