მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინის მიერ გამოწვეული ოპტიმიზმის შედეგად, აშშ-ში ბირჟები რეკორდულად გაიზარდა

5fa95f3cdac17
BM.GE
09.11.20 19:39
2580
9 ნოემბრის ვაჭრობა აშშ-ში საფონდო ინდექსების მკვეთრი ზრდით გაიხსნა. S&P 500-ის ინდექსი, რომელიც აშშ-ის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, ვაჭრობის გახსნის შემდგომ 2.95%-ით გაიზარდა. ასეთივე ზრდა აქვს Dow Jones-ის ინდექსს, რომელიც დღეს 1,434 პუნქტით გაიზარდა.

ბირჟებზე ზრდა ფამაცევტული კომპანია Pfizer-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. Pfizer-ის და გერმანული BioNTech-ის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ვაქცინა ტესტირების პროცესის დროს ექვს ქვეყანაში, 43,500 ადამიანზე გამოიცადა. კომპანიების ინფორმაციით, ტესტირების პროცესში ჯანმრთელობაზე ვაქცინის უარყოფითი ზემოქმედების შედეგები არ გამოვლენილა.

Pfizer-ის მიერ გაცხადებული 90%-იანი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად აჭარბებს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, FDA-ის მიერ დაწესებულ მინიმალურ 50%-იან ეფექტურობის მოთხოვნას, რომელსაც COVID-19-ის ვაქცინა ლიცენზიის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს.

ბირჟებზე ოპტიმიზმის ზრდას აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევამაც შეუწყო ხელი. მან ცვლილება ევროპისა და აზიის ბაზრებზეც მოახდინა. ევროპული ბაზრის საერთო ინდექსი STOXX 600-ი 4%-ით გაიზარდა და თებერვალში არსებულ ნიშნულებს დაუბრუნდა.