მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინის ნებისმიერ მსურველზე გაფანტვა ნაკლებად ეფექტიანი იქნება - თამარ გაბუნია

607575f2e3c2f
ინგა მურუსიძე
13.04.21 14:43
791
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ნებისმიერი მსურველისთვის ვაქცინის გაკეთება ნაკლებად ეფექტიანი იქნება. ამის შესახებ მან მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფების გაფართოების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვაქცინაციის გეგმა, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ, გახლავთ რისკებზე ორიენტირებული ანუ რისკის დონის მიხედვით განისაზღვრება პრიორიტეტული ჯგუფები. მნიშვნელოვანია, ამ ეტაპობრიობას გავყვეთ, რადგან ჩვენ რომ გავფანტოთ ვაქცინების შეზღუდული რაოდენობა, რომელიც დღეს გვაქვს და მივმართოთ არა მიზნობრივი რისკჯგუფებისკენ, არამედ ნებისმიერი მსურველისკენ, შედეგი ამასაც ექნება, მაგრამ ნაკლებად ეფექტიანი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, შენარჩუნებული და გაზრდილი იყოს მოცვა იმ ჯგუფებში, რომელიც უკვე დადგენილია, მათ შორის ხანდაზმულებში, მედიკოსებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში.

თამარ გაბუნია ირწმუნება, რომ ქვეყანაში ვაქცინების მოწოდება გაგრძელდება როგორც „კოვაქს“ პლატფორმისგან, ასევე პირდაპირი მომწოდებლებისგან.

„მწარმოებლებთან აქტიური მოლაპარაკებები გაქვს. ივნის-ივლისში ველოდებით დამატებითი დოზების მოწოდებას. გარდა ამისა, ვფიქრობ, უკვე ივლისიდან შესაძლებელი იქნება უფრო ფართო ჯგუფის მოცვა, თუმცა ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დამატებითი ჯგუფების ჩართულობის საკითხი“, - ამბობს გაბუნია და დასძენს, რომ „ფაიზერის“ შემოტანის მიმართულებით მუშაობა მიდის და, სავარაუდოდ, მალე ქვეყანაში ვაქცინების მეტი არჩევანი იქნება.