მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარციხეში შექმნილი მოცვის საწარმოს წლიური წარმადომა 300 ტონას აღწევს

60d02d8fc8db6
BM.GE
21.06.21 10:09
978
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 419,397 ლარი გრანტია, ხოლო 522,495 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონამდე ლურჯი მოცვის გადამუშავებაა.

პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხდება. გადამმუშავებელ საწარმოში, სეზონზე, 28 ადგილობრივია დასაქმებული.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან ერთად, „აგროლეინში“ მოცვის მოსავლის აღებისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო.

„სახელმწიფოს მიერ, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა კომპონენტში ხორციელდება ფერმერთა მხარდაჭერა, რაც შპს „აგროლეინის“ მოცვის წარმოების მაგალითზეც კარგად ჩანს. კომპანია ფლობს მოცვის პლანტაციას და სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ თანამედროვე სამაცივრე მეურნეობას, სადაც პროდუქცია სარეალიზაციოდ მზადდება. სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, „აგროლეინის“ მოცვის ბაღში სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის „Global Gap“ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს; პროდუქციის ბრენდირება კი „ტექნიკური დახმარების პროგრამის“ მხარდაჭერით განხორციელდა“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

შპს „აგროლეინს“ საკუთარი მოცვის ბაღი 6 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანია იმერეთის რეგიონში არსებული მოცვის პლანტაციების მფლობელ ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს; შედეგად, შპს „აგროლეინის“ საწარმო 40 ჰექტარზე გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის სწრაფ გაციებას, დახარისხებას, შეფუთვას და რეალიზაციას უზრუნველყოფს.

მიმდინარე წელს, კომპანიამ, შეღავათიანი აგროკრედიტის მხარდაჭერით, ტრაქტორი და სხვადასხვა აგროოპერაციისათვის საჭირო აგრეგატები შეიძინა. შეღავათიანი სესხის თანხამ 105,000 ლარი შეადგინა.