მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები თელასის გამო გაჭიანურდა” - საკრებულოს წევრი

627e34d03697e
ანუკა ჯოხაძე
13.05.22 20:30
1434
საკრებულოში "თელასის" საქმიანობას აკრიტიკებენ და კომპანიისგან განმარტებებს ელოდებიან. საკრებულოს წევრის რევაზ სოხაძის თქმით, კომპანიასთან შეხვედრა ორშაბათს შედგება. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები როცა "თელასის" არაჯეროვნად შესრულებული და დროში გაჭიანურებული სამუშაოების გამო, კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქში დადგენილ ვადებში ვერ ხორციელდება. სოხაძე ამბობს, რომ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია "თელასის" მხრიდან სამუშაოების დროულად შეუსრულებლობის გამო სამი თვით გაჭიანურდა.

“თელასი არის ბუნებრივი მონოპოლისტი, ეს არ არის ჩვეულებრივი კომპანია, შესაბამისად, მას ვალდებულებები გააჩნია ქალაქის წინაშე. ძალიან ბევრი ხარვეზია მათ საქმიანობაში. ეს არის გაუმართავი ქსელები, კომუნიკაციები, რომელსაც ქალაქში თვალშისაცემია. ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დამოკიდებულია მათ შორის "თელასზეც". თუმცა მათი მხრიდან ხშირია შეფერხებები. მაგალითად, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დროში იმიტომ გაგვეწელა, რომ "თელასმა" თავის დროზე არ ჩაატარა სამუშაოები. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მარეგულირებელ კომისიას ვთხოვეთ შეხვედრის ორგანიზება, თავადაც დაესწრებიან შეხვედრას. გვინდა კარგად გავერკვეთ, რა არის მათი მოვალეობა", - აცხადებს საკრებულოს წევრი, რევაზ სოხაძე.

ცნობისთვის, 2021 წლის 1 ივლისიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში დედაქალაქი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიას ფლობს. მიმწოდებელი კი კომპანია "თელმიკოა". ამ ეტაპზე "თელასში" საკრებულოს ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ. სავარაუდოდ ამ მიმართულებით განმარტებები, ორშაბათს, 16 მაისს საკრებულოში ჩანიშნული შეხვედრის შემდეგ გაკეთდება, როდესაც საკრებულოს წევრები "თელასის" წარმომადგენლებს შეხვდებიან.