16.ივნისი .2020 20:20

ვარკეთილში 11.5 მლნ-ად სპორტული ცენტრი შენდება

views 594
უკან

თბილისში ორი სპორტული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ოთხი სპორტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ორი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრია. თბილისის მერიის ინფორმაციით, ინიციატორი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურია.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან სამი (ვარკეთილის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, ჭიდაობის სპორტული დარბაზი და ლილოს საცურაო აუზი) სამგორის რაიონში მდებარეობს.

ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 11 502 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. ცენტრში ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის სპორტული დარბაზი, ასევე, ტანვარჯიშისა და სპორტული ორთაბრძოლების დარბაზები განთავსდება, სადაც ძიუდოს, ჭიდაობისა და კარატეს სექციები განვითარდება, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი.

სპორტული ცენტრი ფიტნეს დარბაზთან ერთად, ტრენაჟორების სივრცეს, ორ საცურაო აუზს, კაფეს, სპორტული ინვენტარის მაღაზიას, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზს, სახელოვნებო სკოლას, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცეს მოიცავს. ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 11 499 998 ლარია.

რაც შეეხება სამგორის რაიონში მდებარე დანარჩენ ორ ობიექტს, დიდ ლილოში არსებული შენობის სპორტულ დარბაზად გარდაქმნისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სახელშეკრულებო თანხა 934 353 ლარს შეადგენს. ლილოს დასახლებაში კი, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე, საცურაო აუზის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 439 439 ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა