29.ივნისი .2020 22:54

ვარკეთილში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

views 248
უკან

ვარკეთილის ზემო პლატოზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება და მისი გახსნა წლის ბოლოსთვის იგეგმება.

აღნიშნულ საბავშვო ბაღში რვა სააღმზრდელო ჯგუფი იქნება, სადაც 60-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოების არსებული სავალდებულო სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად, მშენებლობის ძირითადი ნაწილი და კომუნიკაციების მონტაჟი დასრულებულია, მიმდინარეობს შიდასარემონტო და ფასადის მოწყობის სამუშაოები. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.