28.ნოემბერი .2020 10:45

ვარკეთილში სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა – როგორი იქნება განახლებული სივრცე(ფოტო)

ვარკეთილში სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა – როგორი იქნება განახლებული სივრცე(ფოტო)
views 1341
უკან

ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქ. N8-ის მიმდებარედ ახალი მულტიფუნქციური დასასვენებელი სივრცე ეწყობა. 2 700 კვ.მ ფართობზე სკვერი და სპორტული მოედანი განთავსდება. პროექტის ფარგლებში, ასევე, გრუნტის დამჭერი 100-მეტრიანი ბეტონის კედელი და კიბე ეწყობა. ამ ეტაპზე, სპორტული მოედნისა კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალ სკვერში საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით მოეწყობა.

განთავსდება სასმელი წყლის ფანტანი, ურნები, საბაღე და საქანელა სკამები. საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლება. სკვერის გვერდით ფეხბურთისა და კალათბურთის ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ტერიტორია სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის.

პროექტის ღირებულება 332 416 ლარია. სამუშაოებს, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორი კომპანია „კვადრელი“ ასრულებს.





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა