მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვართ გადახდისუუნარო“ - ტურისტული ბიზნესი მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვს

5f6595e895e8c
ელენე გოგბერაშვილი
19.09.20 10:05
1058
ორი დღის წინ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს მთავრობას ტურიზმის ამოქმედების აუცილებლობა. ტურისტული ბიზნესი მთავრობისგან საქართველოს მოქალაქეებისთვის საკარანტინე შეზღუდვების მოხსნას და ე.წ მწვანე ზონის ქვეყნებთან რეგულარული ფრენების აღდგენას ითხოვს.

8 თვის განმავლობაში თითქმის გაჩერებული სექტორი, ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ისინი, ვისაც საბანკო ვალდებულებები გააჩნია და საშეღავათო პერიოდიც ამოეწურა, მთავრობას საფინანსო ინსტიტუტებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ. ტურისტული ბიზნესი ამბობს, რომ მათთვის არაფერი შეცვლილა, შემოსავალი ისევ არ აქვთ და სრულად გადახდისუუნარონი გახდნენ.

„მაშინ, როდესაც ბანკებმა მოახდინეს სესხების გადავადება ბიზნესისთვის, ეს ყველაფერი მოხდა, როცა ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა, მაშ შემდეგ გავიდა 6 თვე. 6 თვის განმავლობაში ქვეყანაში არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ. რეგულარული ფრენები არ არის აღდგენილი, ტურისტული სექტორი ისევ არის კოლაფსში, არ გვაქვს არსებობის საშუალება. გაკოტრების პირასაც აღარ ვართ, გაკოტრებულები ვართ და არსებობისთვის ვიბრძვით.

დღეის მდგომარეობით მაშინ, როცა მთავრობა არ ითვალისწინებს ტურისტულ სექტორში არსებულ ვითარებას, არ გვიწევს შუამდგომლობას ბანკებთან, ბანკები მეორეს მხრივ გვავალდებულებენ გადავიხადოთ ის, რისი საშუალებაც არ გვაქვს. ეს არის გამოუვალი მდგომარეობა. არ არსებობს არანაირი რესურსი ჩვენ ჩევძლოთ და საბანკო ვალდებულებები გავისტუმროთ.

ვითოვთ აღდგეს ფრენები მწვანე ზონის ქვეყნებთან, ასევე გაითვალისწინოს ბანკებმა სახელმწიფოს შუამდგომლობით ის რეალური პრობლემა და მდგომარეობა, რაც ჩვენს სექტორს ეხება“- აცხადებს სალომე ჩაჩხუნაშვილი, ტურისტული კომპანია „სთარლაინს თრეველ“-ის დირექტორი.