მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვართ რიგში და მივიღებთ – ამირან გამყრელიძე სწრაფ ტესტებზე

5e8cc685f3da1
თამთა ჯიჯავაძე
07.04.20 22:26
1323
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში უნდა იყოს ყველა ტიპის ტესტი. მისივე თქმით, ამ კვირაში დაახლოებით 20 000 ტესტი გვემატება ქვეყანაში.

„ჩვენ ამ ეტაპზე ძირითადად, ყველაზე ზუსტ PCR ტექნოლოგიებს ვიყენებთ. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ადამიანს სჭირდებოდა და ის არ ჩატარებოდა. თანდათან PCR-ის მარაგები ივსება. ჩვენი გათვლებით ამ კვირაში სადღაც 20 000 ტესტი გვემატება, მაისის შუა რიცხვებამდე ჩვენ დაახლოებით კონტრაქტები გაფორმებული გვაქვს 60 000 ტესტზე. ჯერჯერობით PCR ტესტების დეფიციტი ქვეყანაში არ შექმნილა.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ამასთან დაკავშირებით ბევრი შეხედულება არის, მაგრამ მათი ტექნოლოგიები ძალიან იხვეწება. სწრაფ, ე.წ შედარებით აჩქარებულ PCR ტექნოლოგიებზე მე ვთქვი, რომ ვართ რიგში და მივიღებთ. მივიღეთ ჩინეთისგან და დიდი მადლობა ჩინეთის ხელისუფლებას, რომ მათგან გვაქვს 2000 ტესტი მიღებული, რომელიც საათნახევარში იძლევა პასუხს. ისიც PCR ტექნოლოგიებზეა დამყარებული, ხოლო 15-20 წუთში რომლებიც იძლევიან პასუხს, ეს არის ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები. მათი შეკვეთა არის გაკეთებულია ათეული ათასობით მარაგისა. ამაზე სახელმწიფო მუშობს და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში იქნება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გასულ კვირას დამტკიცდა ახალი ალგორითმი ლაბორატორიული ტესტირების, რომლის მიხედვით, ტესტები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.