მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშაკიძე: Covid-აცრა დროულად უნდა დაიწყოს, თუნდაც ორჯერ ძვირად მთავრობამ ვაქცინა უნდა შემოიტანოს

5ffc507953dca
ლიკა გურაბანიძე
17.01.21 19:00
856

“2021 წელს ბიზნესში უფრო ცუდი პირობები გვექნება, რადგან აღარავინ მუშაობს. ვაქცინაცია დროულად უნდა დაიწყოს, თუნდაც ორჯერ ძვირად მთავრობამ ვაქცინა უნდა შემოიტანოს” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “ჩირინას” დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განაცხადა.

ვაშაკიძის განმარტებით, ეს ქვეყნის გახსნის პროცესს დააჩქარებს და ტურისტების შემოსვლაც დაიწყება.

“ის ვაქცინა, რაც ამერიკელებმა შექმნეს Pfizer და Moderna, საკმაოდ რთული ვაქცინებია. ყველაზე ადვილი გზით ინდოეთი წავიდა – მათი ვაქცინაც სანდოა, რუსული ვაქცინაც ნორმალურია.

ჩვენი წარმოდგენა, რომ ვაქცინა აუცილებლად ამერიკული უნდა იყოს  – ეს ბავშვური წარმოდგენაა, ვაქცინის შემოტანა დროულად უნდა მოხდეს და მთავარია შედეგი მივიღოთ” - განაცხადა ვაშაკიძემ.