14.სექტემბერი .2019 10:35

ვაშაკიძე ხაზარაძეს არ ეთანხმება: ბიზნესში უფრო ხელშეწყობაა, ვიდრე პრობლემების შექმნა

views 1041
უკან

"სააკაშვილის პერიოდი ძალიან მძიმე იყო იმ თვალსაზრისით, რომ სააკაშვილამდე გადასახადებს არავინ იხდიდა და მას მოუწია, ორგანიზაციებს გადასახადების გადახდა დაეწყოთ, ძალიან მძიმე პროცესი იყო", - ამის შესახებ BM.GE-ს ბიზნესმენმა, კომპანია "ჩირინას" დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა.

"სააკაშვილის პერიოდში ორგანიზაციებზე ზეწოლა იყო და ეს იყო იმისათვის, რომ მათ რაღაც აეშენებინათ და შემდეგ ის ორგანიზაციები რჩებოდნენ მათი პატრონები. ეს ფაქტობრივად უკვე ზეწოლაა. დღეს ასეთი ზეწოლა აღარ არის, რომ ფული წაართვა, დღეს ბიზნეს გარემო უფრო თავისუფალია, თუმცა ამ თავისუფლებით ბევრი სარგებლობს და გადასახადებს არ იხდის. მაგალითად, თუ ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელს ავიღებთ, გადასახადებს არ იხდიდა, ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება და არ იხდის, ასევე "იმედი" არ იხდის, "მაესტრო" და "რუსთავი 2". "TV პირველი" იხდის, ეს არ შეიძლება, დისკრიმინაციაა", - განაცხადა ვაშაკიძემ.

ამასთან ბიზნესმენი არ ეთანხმება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თანახმად, "თავისუფალი ბიზნესი, რომელიც რაღაც ზომის მერე გაიზრდება, ამ ხელისუფლებას არ აწყობს". 

"მე ასე არ ვფიქრობ. დღეს ბიზნესში ასე არავინ ერევა და უფრო ხელშეწყობაა, ვიდრე პრობლემების შექმნა", - განმარტა ვაშაკიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა