მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშინგტონის ახალი სანქციები ირანს - ტრამპის განცხადებები

5e1607d9c1c1d
BM.GE
08.01.20 20:47
1977
აშშ-ი ირანის წინააღმდეგ ახალ სადამსჯელო სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თეირანმა უკვე გამოსცადა ამერიკული სანქციების სირთულე მისი ადმინისტრაციის პირობებში.

ამასთან, თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ირანის მიერ ერაყში იმ ავიაბაზებზე მიტანილ იერიშებს, სადაც ამერიკული ძალები იმყოფებიან, ამერიკელი და ერაყელი სამხედროების მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია და ბაზები მხოლოდ მცირედით დაზიანდა.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა ცივილიზებული მსოფლიო შეაშინა და რომ თეირანი ტერორიზმის წამყვანი მხარდამჭერია. მან ასევე მოკლულ გენერალ ყასემ სოლეიმანს მსოფლიოს წამყვანი ტერორისტი უწოდა.

შეგახსენებთ, ტრამპის განცხადებებს დღეს მსოფლიო მედია ელოდებოდა.