03.მარტი .2020 00:17

ვაშინგტონის შტატში კორონავირუსით კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა

views 266
უკან

ვაშინგტონის შტატში კორონავირუსით კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, რაც იმას ნიშნავს რომ აშშ-ში ახალ ვირუსს ჯამში ექვსი ადამიანი შეეწირა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევა სწორედ ვაშინგტონის შტატში ფიქსირდება, რის გამოც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ვირუსი ორ რეგიონში - სნოჰომიშსა და კინგში ვრცელდება. სიეტლში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა.
ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლის ჯეფ დაჩინის თქმით, მოსალოდნელია დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა. თუმცა, ჯერჯერობით მთავარი ღონისძიებების გაუქმება არ იგეგმება.