მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაშლი მეორე წელია ყალიბდება საექსპორტო კულტურად“ – მინისტრი

5f9077e36eece
თამთა ჯიჯავაძე
22.10.20 00:10
1113
"ვაშლი მეორე წელია ყალიბდება საექსპორტო კულტურად", – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში საუბრისას განაცხადა.

„10 წელია ამ ბაზრიდან ჩვენ გამოვარდნილი ვიყავით, ყველას გვახსოვს საუბრები იმაზე, რომ როგორ, საქართველო უნდა ყიდულობდეს უცხოეთიდან ვაშლსო და რატომ შემოდის ათასობით ტონა ვაშლი მეზობელი ქვეყნებიდანო. დაიწყო უკვე ვაშლის ექსპორტი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, 18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2 514 ტონა ვაშლი, რაც თითქმის 7-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ლევან დავითაშვილმა Forbes Talks-ში თხილის ექსპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი მოლოდინები არსებობს ამ კუთხით, – „ფაქტობრივად, ყოველთვიურად გვაქვს თითქმის 20 მლნ დოლარის ოდენობის ექსპორტი. სეზონის დაწყებიდან – აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი – აქტიური სეზონი გვექნება“, – დასძინა მან.

რატომ გაიზარდა თხილის ექსპორტი? - მეთხილეთა ასოციაციის განმარტება