მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშლიჯვარში 6 687 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

5f3bbce9e582c
BM.GE
18.08.20 15:54
1367
ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩაზე არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 687 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხორციელდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო ზონა მოეწყობა, სადაც კაუჩუკის საფარზე კომბინირებული ატრაქციონი დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდება LED სანათები და ყველა შესაბამისი ინვენტარი. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდა ტრენაჟორებიც.

სკვერში იაპონური კულტურისა და არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები იქნება გამოყენებული. ტერიტორიაზე განთავსდება აუზი წყალ-მცენარეებით, რომელზეც საფეხმავლო ხიდი მოეწყობა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგვება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„ეს ვაშლიჯვარში არსებული ყველაზე დიდი სკვერია. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორიით მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სარგებლობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივები მოწესრიგებულ და გალამაზებულ სივრცეში დაისვენებენ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

პროექტის განხორციელებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 485 594 ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ტაო“ ახორციელებს.