მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ ზონაში მონიტორინგისთვის სპეციალური სისტემები დამონტაჟდება

6059c1e07027b
ინგა მურუსიძე
23.03.21 14:29
733
ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ ზონაში მონიტორინგისთვის სპეციალური სისტემები დამონტაჟდება. განცხადება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, გერმანელმა სპეციალისტებმა ადგილზე უკვე იმუშავეს და პირველადი მონაცემები, თუ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, კვირის ბოლოსკენ გახდება ცნობილი.

ირაკლი ბენდელიანი ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწოდებს, დაწესებული შეზღუდვები მკაცრად დაიცვან.

„შევთანხმდით, რომ შემდგომი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გვექნება მონაცემები, თუ რა შემდგომი სამუშაოები უნდა განხორციელდეს მეწყრულ ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების დღიდან უწყვეტად მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განხორციელდეს შესაბამისი სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ინფორმაციისთვის, გერმანელი გეოლოგები დედაქალაქში გუშინ ჩამოვიდნენ და ვაშლიჯვრის ფერდობზე არსებულ სიტუაციას სწავლობენ.