მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშლიჯვრის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა 2 თვით იზღუდება

600585cad0faf
ვიქტორია მღებრიშვილი
18.01.21 16:55
14211
თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს.

„პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია მერიის მეირ გავრცელებულ პრეს-რელიზში.