14.იანვარი .2022 20:25

ვაშლის ჩიფსის მწარმოებელი "ჩემპი" ახალ ბაზრებზე შევა - "უცხოეთიდან დიდი ინტერესია"

ვაშლის ჩიფსის მწარმოებელი "ჩემპი" ახალ ბაზრებზე შევა - "უცხოეთიდან დიდი ინტერესია"
views 409
უკან

ჯანსაღი ხემსის, ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი კომპანია “ჩემპი” მიმდინარე წელს ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას განიხილავს.

როგორც bm.ge-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა შაკო მძინარაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ნიმუშები რამდენიმე ქვეყანაში აქვთ გაგზავნილი და 2022 წელი სწორედ ამ ბაზრების ათვისებას მოხმარდება.

მისივე თქმით, “ჩემპი” ადგილობრივ ბაზარზეც წარმატებით ოპერირებს და მათი გაყიდვები ყოველწლიურად ზრდადია.

“2021 წელს ნიმუშები ავსტრალიაში, იაპონიაში, შვეიცარიასა და ახალ ზელანდიაში გავგზავნეთ. ბოლო შემოთავაზება პოლონეთიდან გვაქვს. საერთაშორისო ბაზრებიდან ძალიან დიდი ინტერესია, რადგან რეალურად "ჩემპი" ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელსაც სხვა არავინ აწარმოებს, ჩვენ ვართ მსოფლიოში ნამდვილი ჯანსაღი ხემსის მწარმოებლები”, - ამბობს “ჩემპის” თანადამფუძნებელი.

შაკო მძინარაშვილი პანდემიის შედეგად ბაზარზე არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საკონტეინერო გადაზიდვების ფასთა მატებაა, ეს ქმნის საფრთხეს, რომ საექსპორტო პარტნიორები გაზრდილი ხარჯის გამო “ჩემპის” პროდუქტით აღარ დაინტერესდნენ.

“ჩემპის” თანადამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ შეჩერებული ტურიზმი გაყიდვებზე აისახა, რადგან კომპანიისთვის ტურისტები ფინანსური კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია.

ცნობისთვის: “ჩემპის” ვაშლის ჩიფსები საქართველოს გარდა, აშშ-ის ბაზარზე უკვე ერთი წელია, რაც წარმატებით იყიდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა