ვასილ რევიშვილი მავრიკის Silver Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. საბანკო დაწესებულების დირექტორთა საბჭომ ის აირჩია ალექსანდერ ბელოს შემცვლელად, რომლის მოადგილის პოზიცია 2021 წლის დეკემბრიდან ეკავა. Silver Bank-მა მავრიკის ცენტრალური ბანკისგან საბანკო ლიცენზია გასული წლის ნოემბერში მიიღო. ბანკი ყოფილი BanyanTree ბანკის ბაზაზე შეიქმნა.
მავრიკის მედიის ინფორმაციით, ალექსანდერ ბელო საქმიანობას ბანკის დირექტორთა საბჭოში გააგრძელებს.
„მოხარულები ვართ, რომ Silver Bank-ის სათავეში დავნიშნოთ ვასილ რევიშვილი, რომელიც არის გამოცდილი პროფესიონალი და სარგებლობს დირექტორთა საბჭოს სრული ნდობით. მისი გამოცდილება, რომელიც მან შეიძინა ფინანსებში მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში, მისი მისწრაფება და სურვილი, დაეხმაროს თავის თანამშრომლებს მიაღწიონ წარმატებებს, აქცევს მას განსაკუთრებულ ლიდერად, რის შედეგადაც ის უპასუხებს დირექტორთა საბჭოს მოლოდინებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ხელმძღვანელობით ის გააძლიერებს ბანკს და ხელს შეუწყობს მის მუდმივ ზრდას“, - ამბობს ალექსანდერ ბელო მის პოსტზე ვასილ რევიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით.
ვასილ რევიშვილი 2011-2013 წლებში "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.
მავრიკის საბანკო სექტორი 18 ბანკისგან შედგება. ყოფილი BanyanTree ბანკის აქტივები, რომლის ბაზაზეც Silver Bank-ი დაფუძნდა. 2020 წლის ბოლოს ბანკის აქტივები 1.58 მილიარდი დოლარი იყო.
მავრიკი ინდოეთის ოკეანეში, ამავე სახელწოდების კუნძულზე მდებარე სახელმწიფოა. მისი მოსახლეობა 1.2 მილიონია, მშპ-ის ზომა კი $31.7 მილიარდი დოლარია. ერთ მოსახლეზე მშპ 25 ათასი დოლარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი