"ლიბერთი" ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს. ბანკის მენეჯმენტს ახალი წლიდან, გენერალური დირექტორის პოზიციაზე ვასილ ხოდელი შეუერთდება. ბანკმა შესაბამისი განცხადი საჯარო რეესტრში უკვე დაარეგსიტრირა.
"ვასილ ხოდელი, ბოლო 20 წლის განმავლობაში, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საბანკო სისტემაში. ვასილ ხოდელი იკავებდა „საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით", - ნათქვამია "ლიბერთი ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ ბანკის CEO-ს ცვლილების შესახებ განაცხადა:
"ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა გულწრფელად მივულოცო ვასილ ხოდელს და მივესალმო მის ჩვენს გუნდთან შემოერთებას. მისი მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლიბერთი ბანკის შემდგომ განვითარებასა და მის ჩამოყალიბებაში ერთერთ წამყვან უნივერსალურ საბანკო ინსტიტუტად საქართველოში".
ვასილ ხოდელი კი ამბობს, რომ ის იმედოვნებს, რომ ლიბერთი ბანკი მისი ხელმძღვანელობით განვითარების სტრატეგიის განხორციელებას წარმატებით გააგრძელებს.
"ჩემთვის დიდი პატივია ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ბანკის განვითარების ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე. მჯერა, რომ ჩვენი გუნდი, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გააგრძელებს ლიბერთი ბანკის ახალი ბიზნეს სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას. ლიბერთი ბანკის ჩამოყალიბება წამყვან, უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემის განმტკიცებაში", - განაცხადა ვასილ ხოდელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე