მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვასილ ხორავა: აპრილ-მაისში საწვავის რეალიზაცია 35%-40%-ით შემცირდა

5ed4daf94be8d
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.20 15:31
1595
აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში საწვავის რეალიზაცია 35%-40%-ით, ზოგ შემთხვევაში კი, უფრო მეტადაც იყო შემცირებული, - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა საქმის კურსში „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, იმპორტის მოცულობები მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა, თუმცა მომხმარებელთა მხრიდან საწვავზე მოთხოვნა შემცირდა.

"თებერვალი-მარტის პერიოდში, პანდემიამდე, როდესაც რისკები დავინახეთ, გავაკეთეთ სასაქონლო ნაშთების კიდევ უფრო მეტად შევსება, რათა საკმაოდ მოქნილები და ელასტიურები ვყოფილიყავით. ნავთობპროდუქტების იმპორტის 1%-2%-ით კლება ის დასაშვები ამპლიტუდაა, რომელიც ფაქტობრივად, ყოველთვის ახასიათებდა; მიუხედავად პანდემიისა, იმპორტის მოცულობა მაინც ასე თუ ისე შენარჩუნებულია. პიკურ პერიოდში, როდესაც "ლოქდაუნის" ყველაზე მწვავე პერიოდი იყო, ეს არის აპრილის და მაისის პირველი ნახევარი, ბუნებრივია, საწვავის რეალიზაცია 35%-40%-ით შემცირდ და შეიძლებ,ა ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც კი იყო კლება“, - თქვა ვასილ ხორავამ.

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, ეკონომიკური პროცესების აღდგენის დაწყებიდანვე საწვავზე მოთხოვნა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს ნელ-ნელა უბრუნდება.

„20 მაისიდან აშკარად იგრძნობა გამოცოცხლება და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გაყიდვები იწყებს აღდგენას იმ ნიშნულზე, რაც გვქონდა შარშან იგივე პერიოდში. დღეს ბაზარი ცოცხლდება, აქტიურდება და გვაქვს აქტიური რეალიზაცია. ჩვენის მხრივ, ამის ადეკვატური პასუხია ფასების შემცირება. მასიურმა რეალიზაციამ მოგვცა იმის საშუალება, რომ მოგვეხდინა ახალი პროდუქტის იმპორტი და დღეს ბაზარზე, ფასდაკლების სისტემის და იმის გათვალისწინებით, რომ „ვისოლი“ ქვეყანაში ერთ-ერთი მაღალხარიასხიანი პროდუქტების იმპორტიორია, გვინდა, ჩამოვცდეთ და მივიდეთ 1.70 – 1.65 ლარის ნიშნულზე, რაც ძალიან კარგი იქნება“, - განმარტავს კომპანიის გენერალური დირექტორი.