ძალიან მძიმე ზამთარი გველოდება, - ამის შესახებ „საქმის კურსის“ ეთერში, „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, ვატო ასათაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ზაფხულის სეზონზე ვერცერთმა სექტორმა ვერ იმუშავა, რაც იძლეოდა საფუძველს დაანონსებულიყო, რომ ზამთარშიც არანაირი მოლოდინი არ უნდა ყოფილიყო.
„ზაფხულის სეზონმა ვერ იმუშავა და მაშინვე ვიცოდით, რომ ზამთრის სეზონზეც არაფერი იქნებოდა. ყველაზე ცუდი არის თანმხლები პოლიტიკური კრიზისი, რომელიც წარმოუდგენელ სურათს ქმნის და არ ვიცით რა იქნება, ამას ემატება სახელმწიფო ხარჯების არშემცირების პოლიტიკაც. მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესი დარტყმის ქვეშ არის.
დღევანდელი შეზღუდვები ძალიან დაარტყამს მცირე ბიზნესს, ხოლო დიდი და საშუალო ბიზნესები ასე თუ ისე მზადყოფნაში არიან. თვითდასაქმებულები და მცირე ბიზნესი იქნება ის მოწყვლადი ჯგუფი, რომელსაც ყველაზე მეტად დაარტყამს. მათთვის ეს კრიზისი იქნება კატასტროფული, რაც ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს“, - განაცხადა ასათაშვილმა.
მისი შეფასებით, მთავრობის პოლიტიკა პირველი ლოქდაუნის დროს იყო ძალიან ცუდი.
„პირველი ლოქდაუნის შემდეგ კერძო სექტორში ძალიან ბევრმა დაკარგა სამსახური, ხოლო საჯარო სამსახურების თანამშრომლებში ასე არ მომხდარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელებმა დაკარგეს ადგილები, ხოლო ბიუროკრატიამ შეინარჩუნა შემოსავლები. მეორე მხრივ, ბიუროკრატიის შემცირებით შეიძლებოდა სოციალური პაკეტების გაზრდა, ასევე ზრუნვა კოვიდის მართვაზე.
დღეს მცირე მეწარმეებს და თვითდასაქმებულებს ვუკლავთ შემოსავლის ყველა წყაროს. ახლა შევდივართ მძიმე ეკონომიკურ კრიზისში და ამ ხალხის შემცირებული შემოსავლები გამოიწვევს კრიმინალის ზრდას და კოვიდ სიტუაციის უკონტროლობას. დღეს სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ერთი რამის გაკეთება - რაც შეიძლება მსუბუქი შეზღუდვები დაუწესდეს იმ ხალხს, ვისაც შეუძლია მცირე შემოსავალი მაინც ჰქონდეს“, - ამბობს ასათაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა