27.აგვისტო .2019 17:39

ვატო წერეთელი - გირაოს სახით, სავარაუდოდ "ტვ პირველის" შენობის ჩადება მოგვიწევს

views 308
უკან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ₾500,000 ლარის გირაოს გადახდა შეუფარდა, შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ამასთანავე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე ბრალდებულს პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა. 

ავთანდილ წერეთელის შვილმა და "ტვ პირველის" დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა, რომ მათ ოჯახს გირაოს გადახდისთვის საჭირო ფინანსები არ აქვთ, რის გამოც, მათ სავარაუდოდ, ტელევიზიის აქტივების გირაოდ ჩადება მოუწევთ:

„პროკურატურას მაგალითად მოჰყავს გირაოს შეფარდებაზე ხადარკოვსკი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის პროკურატურა და სასამართლო ვერ გასცდა რუსეთს. სამწუხაროდ, ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის, რატომ აღარ არის, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ყველაზე ცუდი რაც ხდება არის, რომ გირაოს სახით შეიძლება მოხდეს „ტვ პირველის“ შენობის ჩადება. მე უნდა ვიხსნა მამაჩემი, რადგან ჩვენ ბიზნესში აღარ ვართ, ქონების ჩადება თუ მოგვიწევს, ეს იქნება „ტვ პირველის“ შენობა“, - განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ "TV პირველის" დამფუძნებლის მამას, კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. 

პროკურატურა წერეთელს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა